საერთაშორისო ფესტივალი – “ღამის სერენადები”

საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”  ბათუმში,  ახლადრესტავრირებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  25, 27, 28 აგვისტოს გაიმართება.
2, 4 სექტემბერს ფესტივალი  სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

სამხატვრო ხელმძღვანელები ლიანა ისაკაძე და გიორგი ისაკაძე არიან.

საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ნანა იაშვილი, ნინო სურგულაძე, სანდრო ნებიერიძე, ანა-ლიზა ბეზროდნი, იან ერიკ გუსტავსონი და სხვა ვირტუოზი შემსრულებლები
ფესტივალის მთავარი დირიჟორია – ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

„ყოველი ფესტივალის პროგრამა წინასგან განსხვავებული და გამორჩეულია, როგორც სოლისტებით, ასევე დირიჟორებით. ვცდილობთ, სხვადასხვა ჟანრის პროგრამა შევადგინოთ. წლევანდელი ფესტივალისთვის ვეცადეთ, მაქსიმალურად გამორჩეული პროგრამა შეგვედგინა და ამისი დასტური არის ის, რომ ღონისძიებას დახურავს შესანიშნავი ქართველი შემსრულებელი, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე. ფესტივალს ძალიან დიდი სახელი აქვს, დიდ პატივს სცემენ სახელოვნებო წრეებში. მსოფლიო დონის არტისტები მუდამ სიამოვნებით გვთანხმდებიან „ღამის სერენადებში“ მონაწილეობაზე”, – განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა  გიორგი ისაკაძემ.

 

კომენტარები