„საერთოდ კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს. ეს არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან“

-„საერთოდ კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს. ეს არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან.

 ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ გინდა ქვეყანაში მასწავლებელი იყო, გამგეობაში ან პარლამენტში იმუშაო, ვინმე რომ მოვა და გკითხავს, რას ფიქრობო, უნდა უთხრა – კარგს.  ამიტომ, ასე მკაცრად მე „ენდიაის“ კვლევებს მოცემულობად არ ავიღებდი.საერთოდ კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს, ეს არის სრული დეპრესიისა და სრული აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან. ამ განწყობაში საზოგადოებას ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების ჩაგდების საკითხმაც.

საქართველოში როგორც ხელისუფლება არის სუსტი და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ისეა ოპოზიციაც.

გადაუწყვეტელი მოსახლეობის მაჩვენებლი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას არავის იმედი არ აქვს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ხალხს მისცემს 50 ლარს და მშიერ-მწყურვალი ადამიანი გაიყიდება.

 გამოკითხულთა 53 პროცენტის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 30 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 64 პროცენტი კი უარყოფითად, ფოფხაძის თქმით, ეს ხელისუფლების განაჩენია.

ეს არის განაჩენი, როცა ქვეყანას რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულ განვითარებაზე, 50 პროცენტზე მეტი გეუბნება, რომ დემოკრატია არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უკვე უჩნდება ლეგიტიმური საფუძვლები, ხელისუფლების შეცვლის ალტერნატიული გზები ეძებოს“,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,

ამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია:

„ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არცერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

კომენტარები