„საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 21 ნოემბერს საერთოდ არანაირი აქცია“ – ზაალ უდუმაშვილი

-„საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია არ გამართოს. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს, თუ სურს, გააპროტესტოს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს, შესაძლოა, რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს, გააპროტესტოს რაღაც ფორმით, მაგრამ დიდი აქციები ყველაფერი გავაუქმეთ.

ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, დღეს, როდესაც დავსხედით, საერთო აზრი წამოვიდა, – ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, – საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ხვალინდელი დღის“, – განაცხადა შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები