საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელო-ზემო სვანეთში საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება- შენახვა- გამოყენება-გავრცელებას, გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

კომენტარები