„სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლების დარღვევა არ იქნება“- უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი
სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლების დარღვევა არ იქნება.
ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენადი მაკარიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
-„იმდენად დიდია დღეს ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდი რისკი თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, – სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. მაგრამ, ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამას ვერ გადამიწყვეტ. არჩევანის საშუალება უნდა მომცე. გარდა იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს რომ გაიკეთოს?“