სავარაუდოდ სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს
უეფა სანკტ-პეტერბურგს, მიუნხენსა და ლონდონს განიხილავს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ჩატარების ადგილად სხვადასხვა დროისთვის. 24 სექტემბერს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცებენ ქალაქებს, თუ სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2021, 2022 და 2023 წლებში. რუსეთი და გერმანია პრეტენზიას აცხადებენ 2020/2021 წლების სეზონის ფინალის მასპინძლობაზე. როგორც ინფორმაციის წყარო იუწყება, უეფა უპირატესობას ანიჭებს „გაზპრომ არენას“ (68 ათასი ადგილი). მიუნხენის სტადიონი „Allianz Arena“ (75 ათასი ადგილი) უმასპინძლებს 2022 წლის ფინალს. ლონდონის Wembley (90 ათასი ადგილი) კი 2023 წლის ფინალს მიიღებს.
წყარო: kommersant.ru