სავარაუდო სექსუალური ძალადობა საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მხრიდან

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ინფორმაციის მისაღებად გენერალურ პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება  სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს, საკრებულოს დეპუტატ, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის მხრიდან.

ომბუდსმენის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

პოლიცია თბილისის საკრებულოს დეპუტატის მმართველი პარტია  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან”, ილია ჯიშკარიანის მხრიდან მისი თანაშემწე ქალის მიმართ შესაძლო ძალადობის და სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს.

დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს. დაზარალებული თამთა თოდაძე  აცხადებს, რომ  დეპუტატი მას სექსუალურად ავიწროებდა.

კომენტარები