სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

-„სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები, როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა რომ არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ, მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ეკონომიკური ფასი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ შეზღუდვების ფასი იქნება 0,7-0,8% უკვე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნომებრიდან, სრულად

კომენტარები