„საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება – ჯანდაცვის სისტემა მზარდი რაოდენობის“ – გიორგი გახარია

-„საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება. ჯანდაცვის სისტემა მზარდი რაოდენობის ინფიცირებულების მისაღებად მზად არის, მზად არის მზარდი რაოდენობის ინფიცირებული მიიღოს და უმკურნალოს. შეიძლება, არსებობდეს დროში გადალაგების ხარვეზი, რაც აღმოიფხვრება.

სამ ეტაპიანი სისტემაა, ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ გაფართოება ხდება საწოლფონდის. სისტემა მიყვება გეგმას და აქ არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები