„საზოგადოებას შევახსნებ და მოვუწოდებ, რომ საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის იბრძვის „შინდისი“, რომელიც არის ჩვენი გმირების ისტორია და ჩვენი ეროვნული ძალისხმევა სწორედ ამ ფილმის პოპულარიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა  ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ გარშემო მიმდინარე მოვლენები შეასაფა:

„მნიშვნელოვანია, არც ერთი ჩვენი ქმედება არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ეს ეხება როგორც ფილმის შემქმნელებს, ასევე იმ საზოგადოებას, რომელიც გამოხატავს საკუთარ პროტესტს. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ჩვენი ქმედება არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოს. მე ჩვენს საზოგადოებას შევახსნებ და მოვუწოდებ, რომ საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის იბრძვის „შინდისი“, რომელიც არის ჩვენი გმირების ისტორია და ჩვენი ეროვნული ძალისხმევა სწორედ ამ ფილმის პოპულარიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული“.

პოლიციამ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, 11 პირი დააკავა.

მოქალაქე ანა სუბელიანს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა.

„ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა როგორც დაგეგმილი იყო,8 ნოემბერს  შედგა.

კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

კომენტარები