„საზოგადოება კარგად ხედავს, საიდან დაიწყო გიგა ბოკერიას გათავხედება და გასულ წლებში ვის მიერ იყო აღზევებული“

ნუკრი ქანთარიამ  განაცხადა:

„საზოგადოება კარგად ხედავს, საიდან დაიწყო გიგა ბოკერიას გათავხედება და გასულ წლებში ვის მიერ იყო აღზევებული.

პროტესტის გამოთქმას ვერავის დავუშლი, ზოგს რა მოსწონს, ზოგს – რა. პროტესტის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს უხეშ ჩარევად და პროტესტად არ უნდა გადაიქცეს, რომელიც კანონს გაცდება.

ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც არ მოგწონს და ამაზე ბევრს ხმაურობ, სხვა დონეზე აგყავს, რეკლამას უკეთებ და საზოგადოებას უფრო აინტერესებს. ასეთ შემთხვევაში მაყურებლის მხრიდან იგნორი ხდება და ეს არის დიდი პროტესტი და არა ის, როცა ამაზე ხმაური მიდის. არ ვიტყოდი, ამ ადამიანებზე შავრაზმული, მათ ფერს ვერ დავარქმევდი. მათ სწამთ, რომ ასეთი ჩარევა საჭიროა. ასეთი ჩარევა ხელს უწყობს ფილმის მიმართ ინტერესს“.

ოპოზიციონემა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არის ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერი.

ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა“.

 

კომენტარები