„საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო. მიმდინარეობს მოლაპარაკება“-მერაბ ლომინაძე

კომპანია „ენკას“ მფლობელები მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

-„ნამახვანის“ პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც, როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

შეგახსენებთ, კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებაში.

კომენტარები