საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი – როდის შეიძლება ტრანსპორტის ამუშავება? – ამირან გამყრელიძე

-„მესმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო ამაზე საუბარი. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. მესმის, ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერში”.

კომენტარები