„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება

პარლამენტში პლენარულ სხდომა მიმდინარეობს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“  ცვლილებებისკანონპროექტს ამ წუთებში მეორე მოსმენით წარადგენს.

-„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება.

ვადასთან დაკავშირებით კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი.

კომენტარები