„საზღვრები არ უნდა გაეხსნათ – შედეგი რომ ავიღოთ, რა რაოდენობის ტურისტიც შემოვიდა, – ბიუჯეტს გაცილებით მეტი უჯდება ჩვენი შენახვა, დაავადებულთა მკურნალობა, დაკარგული სიცოცხლეები, უმუშევრად დარჩენილი“ – გურამ ბაღდოშვილი

-„ პანდემიის დაწყებისა და რეგულაციების დაწესებისთანავე მოსახლეობის უმეტესობა ამ საკითხს პასუხისმგებლიანად მივუდექით. შემდეგ იმდენად მიუშვეს ეს საკითხი, არა მხოლოდ ჩვენი სექტორი, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი და ეკონომიკა დაზიანდა. საზღვრები რომ არ გახსნილიყო, ვირუსი დაძლეული გვქონდა, მწვანე ზონის სტატუსს შევინარჩუნებდით. რაც მოხდა, ბრალი მოსახლეობას არ მიუძღვის. საზღვრები არ უნდა გაეხსნათ.

შედეგი რომ ავიღოთ, რა რაოდენობის ტურისტიც შემოვიდა, დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტს გაცილებით მეტი უჯდება ჩვენი შენახვა, დაავადებულთა მკურნალობა, დაკარგული სიცოცხლეები, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის გაურკვეველი ბედი, ქვეყნის ეკონომიკა და ა.შ. ის თანხა, რაც კოვიდსასტუმროებზე დახარჯეს, მოსახლეობისთვის მიზანმიმართულად რომ დაერიგებინათ, საზღვრებს არ გავხსნიდით, ვიქნებოდით მწვანე ზონა, თავიდან ავიცილებდით სიკვდილიანობას. დღეს რომ ადამიანებს სამსახურიდან ვუშვებ, ეს არის ხელისუფლების დამსახურება. “ნიანგის ცრემლები“ იდგა ჩემთან სამსახურში, ხალხს საშუალება არ ექნება, ერთ თვეში ნიგოზი იყიდონ, ახალ წელს, ელემენტარულად, გოზინაყი და საცივი ჰქონდეთ, ქათამი იყიდონ, გოჭზე და ინდაურზე ლაპარაკი ზედმეტია. აქამდე სიტუაციას ოპტიმისტურად ვუყურებდი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ თავიდან მართლაც სწორი ნაბიჯები გადადგა, ბოლოში ეს ხარვეზები ჩვენი სექტორისთვის ყველაზე დამრტყმელი და საზიანო აღმოჩნდა, ვეღარ იარსებებს, შემდეგ ტურისტი რომ შემოვა, ჭიქა წყალს ვეღარ დავალევინებთ. იანვარში ვიღაცისთვის მიცემული 200 ლარით გავალთ ფონს? სწორედ ამაში ვამტყუნებ ხელისუფლებას. მე არც ერთი პარტიის მომხრე არ ვარ, ჩემს დარგში ჩემი ქვეყნის განვითარება მინდოდა, იმიტომ დავბრუნდი აქ“, – წერს  შეფმზარეული, რესტორნების მფლობელი გურამ ბაღდოშვილი.

კომენტარები