საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა რუსთავი 2?

ირაკლი კაკაბაძე: ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე – ფსბ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს, და არარაობა პოლიტიკოსი – ვის მოუვიდა აზრად მისი საქართველოში დაბრუნება და ისევ ‘პოლიტიკურ ლიდერად’ ქცევა – არ ვიცი. თუმცა იმას კი კარგად ვხვდები რომ მის უკან ‘შავი ფულია’ (არ არის გამორიცხული ისევ მისი პატრონი ‘ფსბ’ა.) საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა რუსთავი 2? თუ ეს მართლა ასე იყო, ესე იგი ის ფულებს ისევ ჩვენ გვპარავდა. ამას თუ გამოავლენს ოქრუაშვილი ახლა – მაშინ თავისი ფეხით უნდა წავიდეს ციხეში

კომენტარები