საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ

საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ

საქართველო მე-12 და მე-13 საუკუნეებში იყო პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

1. ზომით ის იყო დაახლოებით 400, 000 კვადრატული კილომეტრი და ევროპის კონტინენტზე ფართობის სიდიდით მეორე ქვეყანა იყო. ჩამორჩებოდა მხოლოდ საღვთო რომის იმპერიას. საქართველოს მოჰყვებოდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ბიზანტია, უნგრეთი და კასტილია.

2. საქართველოს სპა შესაძლოა თავისუფლად ჩაგვეთვალა ევროპის უძლიერეს არმიად, როგორც სიდიდით, რაოდენობით, ასევე ხარისხით, აღჭურვილობით და გაწვრთნილობით. საქართველოს ჰქონდა 90, 000 – 100, 000 ადამიანის გამოყვანის პოტენციალი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი 10 ოჯახიდან მხოლოდ 1 მებრძოლს გამოიყვანდა. საღვთო რომის იმპერიასაც კი ძალიან უჭირდა 50, 000-ზე მეტი მეომრის შეკრება. ინგლისი ომის შემთხვევაში ძლივს აგროვებდა 10, 000 ადამიანს, ხოლო საფრანგეთის ლაშქარი იშვიათად სცდებოდა 30, 000-ს.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოს აქვს დამყარებული მსოფლიო რეკორდი, ერთ ბრძოლაში რაინდების რაოდენობის გამოყენებისა. ეს რიცხვი შეადგენს 30, 000 რაინდს, რომელიც ლაშა-გიორგიმ გამოიყენა მონღოლების წინააღმდეგ.

3. ქართველები იყვნენ ევროპაში ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც დაიწყეს გვარდიების გამოყენება. საქართველოში ამ გვარდიას მონა-სპას ეძახდნენ. საქართველომდე ეს იდეა მხოლოდ ბიზანტიამ განახორციელა. მათ ჰყავდა ვარიაგების არმია.

4. მე-5 ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებას მეთაურობდა ლაშა-გიორგი, რომელიც ჯვაროსნებს 40, 000 ადამიანით დახმარებას შეჰპირდა. რომ არა მონღოლთა თავდასხმა საქართველოზე, შესაძლოა იერუსალიმი ქრისტიანთა ხელში დარჩენილიყო.

5. საქართველოს მოსახლეობა იყო დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი, ხოლო 13 მილიონი – ვასალების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ის იყო უკეთეს შემთხვევაში პირველ ადგილზე, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში, მე-3 ადგილზე. მას მოსახლეობით გაუსწრებდა მხოლოდ საღვთო რომის იმპერია და შესაძლოა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ საფრანგეთიც.

6. თბილისი იქნებოდა ევროპის მე-2 უდიდესი ქალაქი. 100, 000-დან 130, 000-მდე მცხოვრებით იგი მხოლოდ კონსტანტინოპოლს ჩამოუვარდებოდა.

7. საქართველო იყო ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. 257 ადამიანი 1 კვადრატულ კილომეტრზე. მეორე ადგილი ჰქონდა საფრანგეთს ან ბელგიის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დაახლოებით 125 ადამიანი ცხოვრობდა კვადრატულ კილომეტრზე.

8. საქართველოში დაიბადა პირველად პარლამენტარიზმის იდეა, რომელსაც დაარქვეს კარავი, მაგრამ თამარ დედოფლის ძალისხმევით, ყუთლუ არსლანის ეს იდეა არ განხორციელდა. ასევე პირველად საქართველოში დაიბადა სქესთა თანასწორობის იდეა. კაცობრიობის 400 ათასწლიანმა ისტორიამ გამოიარა როგორც მატრიარქატი, ასევე პატრიარქატი (ახლა სწორედ პატრიარქატის ეპოქაში ვართ, რომელიც პოზიციებს უთმობს თანასწორობის ეპოქას). თამარის ეპოქსის საქართველომდე სახელმწიფო, მაღალ დონეზე ეს იდეა არავის გაუხმოვანებია – “ლეკვი ლომისა, სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.”

9. საქართველოში დაიწყო რენესანსი იტალიამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. თბილისი იქნებოდა რენესანსის ცენტრი და არა ვენეცია, რომ არა თამარის გარდაცვალების შემდეგ მონღოლთა ურდოების თავდასხმა და ქვეყნის განადგურება.

10. ინდოეთის მმართველი აშოკა დიდი, სრული სახელი აშოკ ბინდუსარა მაურია (მეფობდა ძვ.წ. 273 – 232 წლებში) იყო პირველი მმართველი, ვინც აკრძალა მონობა, ცხოველებზე სისასტიკე და ტყეების გაჩეხვა. საქართველო კი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც თამარის დროს სრულად აკრძალა ადამიანის სიკვდილით დასჯა (აშშ-ში დღემდე არ აკრძალულა სიკვდილით დასჯა) და მეტიც, თამარმა აკრძალა პატიმრების ყოველგვარი წამებაც. ჰუმანიზმის ეს დონე დღემდე არაა დამყარებული წამყვან სახელმწიფოებშიც კი. იმ დროის მსოფლიოში ეს ნაბიჯი დიდ წინსვლად, გადატრიალებად ითვლებოდა.

კომენტარები