საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ექიმების შეტყობინების საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაბამისი შემოწმების შემდეგ პირი დააკავეს.

თბილისში, მცხოვრები 36 წლის კაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა. ის საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

-„ანალიზი აუღეს კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ პალატაში გადაიყვანეს. შემოწმებისას 38 აბი „სუბუტექსი“ და მარიხუანა აღმოაჩნდა.

ექიმებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანილი. დაკავებული აცხადებს, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით სარგებლობს და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, დავით სარიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.

კომენტარები