„საკითხი დგას ისე, რომ შენ დასავლეთი დაგეხმარება, შეგაირაღებს და შეუტიე“-ირაკლი მარტინენკო

„ალტ ინფოს“ გადაცემა  „ალტ-ანალიტიკა “

თემა: არესტოვიჩის მორიგი პროვოკაციული განცხადება; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე;  ვითარება უკრაინის ფრონტზე

“კონსერვატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი მარტინენკო:

-„რა თქმა უნდა, თუკი საკითხი ისე დგას, რომ შენ ერევი რუსეთს, მაშინ შეუტევ. მაგრამ საკითხი ასე არ დგას. საკითხი დგას ისე, რომ შენ დასავლეთი დაგეხმარება, შეგაირაღებს და შეუტიე.

ჩვენ უნდა შევუტიოთ დასავლეთის იმედად, დასავლეთი დაგეხმარება შეიარაღებით, ფინანსებით.

თუკი საკითხი ასე დგება, მაშინ რუსეთის წუხილი იმის შესახებ, რომ დასავლეთის გავლენები არ უნდა იყოს მის საზღვრებთან, გასაგები ხდება მისი მოსახლეობისთვის“.

ზურა მახარაძის განცხადებით:

– „ჩვენი ტერიტორია არის ჩვენი. მორალური და იურდიული კუთხით ჩვენ 100 %-ით მართლები რომ ვართ, ამაზე არ არის ახლა საუბარი. ეს ასეა!

ახლა განვიხილავთ სხვა საკითხს. იმის მიუხედავად, რომ ეგ ტერიტორიები ჩვენია, ახლა ჩვემ რომ დავიწყოთ მანდ მოქმედება სამხედრო კუთხით, ზუსტად იგივე შეფასება აქვს, რაც გვქონდა აგვისტოს ომზე. აგვისტოს ომის დროს ჩვენ საქმეს ისე კი არ ვაყენებდით, რომ საქართველოს მორალური უფლება არ აქვს, თავისი ტერიტორია დაიბრუნოს ომით. რომ ამბობენ, – ვინ დაიწყო ომი?! ჩემთვის ის კი არ არის პრობლემა, ომი ჩვენ დავიწყეთ პირველმა თუ არა, არ მაინტერესებს! ვინ წააგო ომი, ეს არის პრობლემა, რომ წავაგეთ, ეს არის ჩემთვის პრობლემა!.

ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად მართლები ვართ, – წავაგებთ, – ეგ არის ჩემთვის პრობლემა. ანუ პრაქტიკაში რა შედეგი დაიდება, აქედან უნდა გავთვალოთ, თორემ მორალურად შეიძლება ძალიან ბევრი რამ გეკუთვნოდეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები მორალით არ ირკვევა, ძალით ირკვევა“

გადაცემა ნახეთ

კომენტარები