„საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება, განსაკუთებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მრისხანებას, ბოღმასა და შურს განიცდიან. ამის გამო ცუდი ამბები დატრიალდება და კოვიდს დააბრალებენ“ – მიხეილ ცაგარელი

სტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში – „ვარსკვლავები გვამცნობენ“ განაცხადა:

-„სამყარო ახალ, უმაღლეს საფეხურზე გადადის. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება, განსაკუთებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მრისხანებას, ბოღმასა და შურს განიცდიან. სამყარო დედამიწაზე ახალ კეთილ, ნათელ სულებს მოავლენს ინდიგო ბავშვების სახით, ქვეყანაზე გაცილებით დადებითი აურა დაისადგურებს, თუმცა სანამ ეს მოხდება მოსახლეობას კოსმიური მათრახი მოხვდება

სამყარო გადადის განვითარების ახალ საფეხურზე, ეს გადართვის პროცესი სრულად 2025 წელს დამთავრდება, მანამდე ეტაპობრივად მიმდინარეობს. მართალია ნელ-ნელა ხდება კოსმოსიდან ეს გადართვა, თუმცა დედამიწაზე მაინც მტკივნეულად აისახება.

განახლებული სამყარო ითხოვს ნათელ ადამიანებს, მაღალი მორალური ღირებულების მქონეებს, ახალ ეტაპზე, ბოღმის, შურისა და მრისხანების ადგილი აღარ იქნება, ამიტომ გარკვეულ წილად ხდება დედამიწიდან სულების გადინება, მომავალში კი, ინდიგო ბავშვების სახით, სამყაროში სინათლე და სიკეთე დაისადგურებს.

ახალ ეტაპზე გადართვის ერთ-ერთი ეპიზოდი სექტემბრიდან განახლდება, ამას ბევრი ადამიანის დაღუპვა მოჰყვება, იტყვიან კორონავირუსის გამო მოხდა, თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ –  რატომ ხდება ეს“.

კომენტარები