საკოორდინაციო საბჭო – აფთიაქები, სილამაზის სალონები და ბანკები მუშაობას განაგრძობენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობას განაგრძობენ:

-„ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობენ აგრარული ბაზრობები და ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაიზები, აფთიაქები, ყველა სახის სამრეწველო წარმოები, ყველა სახის მშენებლობები, რა თქმა უნდა, ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიც არის წყლის, დენის გაზის მომარაგება. ასევე – საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.

სამედიცინო სექტორი სრულად განაგრძობს მუშაობას და ისეთი დაწესებულებები, მაგალითად, როგორიცაა სილამაზის სალონები, მუშობას განაგრძობენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნომებრიდან, სრულად

 

კომენტარები