საკოორდინაციო საბჭო – მსხვილ ქალაქებში არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მსხვილ ქალაქებში, – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) დისტანციურად იმუშავებენ.

ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) დისტანციურად იმუშავებენ.

24 დეკემბრიდან დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება და 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები წესების დაცვით იმუშავებენ.

3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში კი არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.

ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:

კომენტარები