„საკუთარ თავთან ერთად ქვეყანასაც გაჭყლეტს. ოცნებას ოპოზიციაში გადასვლა, დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება“-გიორგი თარგამაძე

ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

-„გამოსავალი ცვილელებაში და ეროვნულ შერიგებაშია. „ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა, დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, ქვეყანას კი ახალი ძალების ერთობლიობა, რომელიც განახლებული ენერგიით შეძლებს დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. დღეს უკვე დადგა მომენტი, როდესაც ხელისუფლება სრულად გამოფიტულია, მოსახლეობის პრობლემებით გადატვირთული შტანგა კი უკიდურესად დამძიმებული, რისი აწევის თავიც მთავრობას არ აქვს. დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ, მმართველი ძალა სასწრაფოდ ხელისუფლებას თუ არ ჩამოვაშორეთ, საკუთარ თავთან ერთად ქვეყანასაც გაჭყლეტს“.

კომენტარები