სალომე და სოფო ადამიები! ტყუპები გარეგნობით ერთმანეთს გვანან, თვისებებით განსხვავდებიან:

 


სალომე და სოფო ადამიები ტყუპები არიან.

ისინი ქუთაისში ცხოვრობენ და მე-7 კლასში სწავლობენ.

მართალია, გარეგნობით ერთმანეთს ისე გვანან, რომ გარჩევა გაგიჭირდებათ, მაგრამ ხასიათებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, თანაც, სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ.

ტყუპები ერთმანეთისგან მონაცემებითაც განსხვავდებიან, რაც ძალზე იშვიათი მოვლენაა. მაგალითად, სალომე – ცაციაა, ხოლო სოფო ჩვეულებრივ, მემარჯვენე გახლავთ.

ყოველთვის ერთად არიან. ერთად თამაშობენ, ერთად მეცადინეობენ…

ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც, ერთმანეთი უყვართ.

ცაცია სალომეს დისგან განსხვავებით, ავტოკალამი ხელში უცნაური ფორმით უკავია, თუმცა ასეთი მანერა არც წერის ხარისხსა და სისწრაფეზე, არც კალიგრაფიაზე უარყოფითად არ აისახება, არც დისკომფორტს უქმნის.

სალომე და სოფო კარგ მოსწავლეებად ითვლებიან.

სალომე და სოფო სასახელო ქართველ მანდილოსნებად იზრდებიან.

წარმატებები ვუსურვოთ ტყუპებს!

კომენტარები