სალომე ზურაბიშვილი: „ფრანგი მეწარმეები სატრანსპორტო და მომსახურების სფეროში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებული“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს:

„საქართველო მზად არის ახალი ინვესტიციებისთვის. ფრანგი მეწარმეები, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე შემოვიდნენ, ჩვენი ქვეყნის პოტენციალს კოლეგებს აცნობენ. ფრანგი მეწარმეები დაინტერესებული არიან სატრანსპორტო და მომსახურების სფეროში ინვესტიციების განხორციელებით, დიდი ინტერესია საქართველოში ტურიზმის განვითარების, ასევე ზამთრის კურორტების და სამთო-სათხილამურო სპორტის მიმართ“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს საფრანგეთში ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის.

კომენტარები