სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:
საქართველოს პრეზიდენტმა ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო ლანჩი გამართა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან.
იაპონურმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იაპონიაში ვიზიტისთვის და იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიაში მონაწილეობისათვის.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო-იაპონიის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სპორტის სფეროში თანამშრომლობა. ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია.