სალომე სამადაშვილი ისევ სააკაშვილის წინააღმდეგ მიდის და ნაცმოძრაობას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

სამადაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

საინტერესოა, ის ადამიანები, მათ შორის ჩემი რამდენიმე ნაცნობი, ზოგი ბავშვობის, ერთად რომ გავიკვალეთ გზა, ფაქტიურად პირველებმა, დასავლეთში სასწავლებლად, ყოფილი კოლეგები, ხალხი, ვინც ზუსტად ვიცი, რომ თეორიულად ჩემზე უკეთ ხვდება, რას უქადის ამ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი, რას ფიქრობენ? თანახმა არიან ერთპარტიულ პარლამენტზე? მესმის, რომ მიამიტურად ჟღერს, ბიძინას უმრავლესობაში 2020-ში ჩაწერილ ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირება მოსთხოვო, არ მახსოვს, რომელიმე თქვენთაგას რამე ეთქვა, უკანონო ჩაწერა-მიყურადებებზე, ახლა, აი ახლა, რომ ხდება. მაგრამ ერთი რჩევა-ამ ჯერზე, ისეთ უბედურებაში გხვევთ ეს კაცი, ხმა ამოიღეთ, სანამ შანსია, ან იცოდეთ, რომ თქვენც ხელს აწერთ, ყველაფერს, რაც ერთპარტიული პარლამენტის შეკრების მცდელობას მოსდევს თან, ამ ქვეყნისთვის, რომელიც, მე მაინც მინდა მჯეროდეს, ბიძინაზე უფრო გიყვართ.
წერს – სალომე სამადაშვილი

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები