სალომე სამადაშვილი ლელოს უერთდება – ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს

სალომე სამადაშვილი ლელოს ინიციატივას უერთდება –  ევროკავშირს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ მიმართავს.

-„იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”, – წერს სამადაშვილი.

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, -ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, აცხადებს, რომ მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს.

კომენტარები