სალომე სამადაშვილი მაკო გომურს პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მაკო გომურის პოსტს გამოეხმაურა:

„პარლამენტის დარბაზში სხდომისას, აქციის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ არ უშვებდნენ პარლამენტში, მათ შორის მაკო გომურს, რომლის სახელზეც საშვი იყო დაშვებული. გახარიამ ჩემს კითხვაზე, აქვს თუ არა გომურს უფლება ესწრებოდეს სხდომას, თუ ამის სურვილი აქვს, მიპასუხა, რომ თქვენ (ენმ-ს) დაგასრულებთო. ესაა და ეს მთელი ამბავი“.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მაკო გომურმა სოციალურ ქსელში დაწერა,  რომ  თბილისში არ იმყოფებოდა.

კომენტარები