სალომე სამადაშვილი ნაცებში ანტიმიშისტურ განწყობებს აღვივებს

ნაცოპოზიციაში, რომ ერთსულოვნება აღარ არის ამაში დასარწმუნებლად მელიას და გუბაზის პირდაპირ ეთერში ორთა ჭიდილიც საკმარისია.

დღეს სამადაშვილის განცხადებაც დაემატა, რომელიც ვფიქრობ მკვეთრად ანტიმიშისტურია რადგან მხოლოდ მიშას სურს რევოლუცია და ამ რევოლუციას ვერავინ ჩაუყრის საფუძველს პარლამენტის კედლებიდან.
ამიტომაც სურს სააკაშვილს მასზე დაქვემდებარებული ოპოზიციის ნაწილი ქუჩაში დარჩეს და ისტერიით და ძალადობით გავიდნენ ფონს.

გრიგოლ ვაშაძის შემდეგ პირველი მკვეთრი ნაბიჯი პარლამენტში შესვლისკენ სალომე სამადაშვილმა გადადგა და ვფიქრობ ამით პირველ რიგში მიშას წინააღმდეგ წავიდა.

ნათელია, რომ ნაცმოძრაობაში ყველაფერი რიგზე ვერ არის და როგორც ვხედავთ დადგა ის ეტაპი, როდესაც ნამდვილი მიშისტების გამოვლენა, უნდა დაიწყოს და ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ დაიშლება.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები