სალომე სამადაშვილი: „სანამ საკუთარი ხალხის რისხვა წაგლეკავს და საერთაშორისო სანქციების მსუსხავი ხელი შეგეხება – დროზე წასვლასაც ჭკუა უნდა“

-„გაძარცვული, გაკოტრებული, ვალებში ყელამდე ჩამხრჩვალი, დანგრეული და პოლიტიკურ ჩიხში შეყვანილი სახელმწიფო, გაღატაკებული, უიმედობას მიცემული ხალხი და მინინუმ, 10 დაკარგული წელიწადი ქვეყნის განვითარებაში. მისია ‘შეასრულა’. ისე, უჭკუო არაა. დროზე წასვლასაც ჭკუა უნდა, სანამ საკუთარი ხალხის რისხვა წაგლეკავს და საერთაშორისო სანქციების მსუსხავი ხელი შეგეხება” , -წერს “ნაცონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად 

კომენტარები