სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო – მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდში დაპირისპირების განმუხტვა კვლავ გალობით სცადა

დაპირისპირება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში. სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მივიდა, მას განყენებული წინამძღვარი, მრევლი და დაკეტილი კარი დახვდა. ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის უფლება არ მისცეს.

-„აღდგომასაც ასე ჩაატარებ… თქვენ არ ხართ ღირსი იქ შესვლის. ხარ უკანონო, ხარ მატყუარა, აღმსარებლის გამცემი და ცილისმწამებელი, რა გაცინებს რა?!… ნუ ყარხარ, დაიბანე“, – მიმართა სასულიერო პირმა მიტროპოლიტ სტეფანეს.

მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირს გადაყენებით დაემუქრა.

-„შენს სისულელეებზე პასუხის გაცემის არანაირი სურვილი არ მაქვს. დაწყნარდით, ნუ იდორბლები… თუ ასე გააგრძელებ, გადაგაყენებ… გადაყენებული ხარ ამ წუთიდან”.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდში დაპირისპირების განმუხტვა კვლავ გალობით სცადა.
მეუფე სტეფანემ მონასტრის ეზოში იგალობა. მოგვიანებით მან ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
კომენტარები