სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხვაზე ორი პირი იმყოფება. მისი თქმით, მოხდება ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება.

სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები რჩებიან.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები