სამართლებრივად უნდა იქნეს შეფასებული ხუნტის და ხუნტის მემკვიდრეთა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები! – გურამ ლაკია:

 – ” ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე ღრმა პოლიტიკურ ,ეკონომიკურ და ზნეობრივ კრიზისშია !
ქვეყანაში არსებული ღრმა კრიზისი გამოწვეულია არალეგიტიმური , ხუნტის მემკვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური მოღვაწეობით.
ღრმა პოლიტიკური , ეკონომიკური და ზნეობრივი კრიზისის დასაძლევად საჭიროა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა – ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის პოლიტიკური დაგმობა და სამართლებრივი შეფასება :
– სამართლებრივად უნდა იქნეს შეფასებული ხუნტის და ხუნტის მემკვიდრეთა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები და დამნაშავეები სამართლებრივად დასჯილი;
-გამოძიებული უნდა იქნეს ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, დამნაშავეები უნდა იქნენ მხილებულნი და სამართლებრივად დასჯილი( დამკვეთი ცნობილია- ე.შევარდნაძე) ;
-უნდა იქნეს მიღებული კანონი ხუნტის მიერ უკანონოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შესახებ ;
საზოგადოების ჯანმრთელი ნაწილი, რომელიც ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობაა ჩართული უნდა იქნეს ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიურად.
ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა – საწინდარია ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის.
ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფუძვლად უნდა ედოს კანონის უზენაესობა.
დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას.
პოლიტიკური და სამართლებრივი პასიურობა გზას უხსნის ქვეყანაში ბოროტების მორიგ განმეორებას.
“ბოროტსა სძლია კეთილმან ,- არსება მისი გრძელია !” შ.რუსთაველი
ჩვენს სამშობლოს საქართველოს -ჩვენ უნდა ვეპატრონოთ !
საქართველო უპირველეს ყოვლისა !
ღმერთი ფარავდეს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას – საქართველოს !”
 – წერს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გურამ ლაკია
კომენტარები