„სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ კი, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი“

გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა:

„მე არ მოვითხოვ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია.

სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ კი, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს.

საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“.

კომენტარები