სამარშრუტო ტაქსების შეზღუდვა – მაია ბუწაშვილი სრული „ლოქდაუნის“ წინააღმდეგია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

-„ქვეყნის სრული მასშტაბით კარანტინის გამოცხადებას არ ვემხრობი, აღნიშნულს ძალიან რთული შედეგები მოჰყვება. რეგიონებში ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვების მიღება აუცილებელი იქნება. საჭიროა, აღსრულების მექანიზმის მოძებნაც, დაწესებული რეგულაციები შესაბამისად გაკონტროლდეს. ქვეყნისთვის კიდევ ერთი სრული „ლოქდაუნი“ ნამდვილად დამღუპველი იქნება.

ტრანსპორტის გადაადგილება, სავარაუდოდ, ყველაფერს გააჩერებს. აქ ლაპარაკი არის თავშეყრის ადგილების აკრძალვაზე. თავყრილობა არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. უნდა მოიძებნოს კანონის აღსრულების მექანიზმები, არაერთი რეგულაცია არსებობს, რომელიც არ სრულდება.

გამოსავალი იქნებოდა ავტობუსების დამატება, შეიძლება, სამარშუტო ტაქსების შეზღუდვა, იქ ყველაზე მარტივად ვრცელდება ვირუსი. სამარშუტო ტაქსებში დისტანციის დაცვა შეუძლებელია. დიდი სივრცის მქონე ტრანსპორტის დამატება იქნებოდა გამოსავალი.

ჯერჯეორბით, კონკრეტულ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მაქსიმალურად იქნება მოწოდებები სავადმყოფოებისთვის, პაციენტების მიღების კრიტერიუმები გამკაცრდეს და სწორად მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დაუდასტურდება კოვიდი, კლინიკაში არ უნდა მოთავსდეს“.

საქართველოში კორონავირუსის3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი.

კომენტარები