სამარცხვინოა საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც ამერიკული რუკები უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე რუსული, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებს იცავს! – ზაზა დავითაია:

– „გარეჯი საქართველოა!
შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია!!!
რა სამარცხვინოდ გამოიყურება საქართველოსელიტისნაწილი, ვისთვისაც, ამერიკული რუკები უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე რუსული, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებს იცავს!
აი, ამ ელიტის ნამდვილი მიზანისაქართველოს ინტერესები და საზღვრები კი არ დაიცვას,
არამედ რუსეთს უბწკინოს, ვიღაცის საამებლად და გასახარად“

 – ამ სიტყვებით ეხმაურება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია შექმნილ მდგომარეობას, რომლის მიხედვით, საზოგადოების ნაწილი რუსული რუკებს არ ენდობა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ემიჯნება. 

 

ახლახან კი, ცნობილი გახდა, რომ გასული საუკუნის 50-იან და 70-იან წლებში გამოშვებული გერმანული და ამერიკული რუკებიც ადასტურებენ, რომ გარეჯი – საქართველოს ტერიტორიაა. ამ განცხადებას ავრცელებს რუკების მომძიებელი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელსაც მადლობის ნაცვლად, საზოგადოების ნაწილის აგრესია და ლანძღვა-გინება დაატყდა თავს: 

 – „მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, ვმუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ასეთი რუკა ამერიკაში. 51 წელი დაწერეს, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია აქაც, რომ ჩავწვდებით, სად გადის საზღვარი, საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან და საზღვარი მკაფიოდ ჩანს სად გადის. მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 54 წელში, მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოშვებულია 78 წელს ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტო, დამოწმებული არის საჰაერო თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში. ეს ამერიკული რუკა მოცემულია და მითითებული აქვს, რომ გერმანელების და რუსული რუკიდანაც ავიღეთ. ავიღე ეს გერმანული რუკაც გამოცემული. სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში ავიღე. რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს,” 

 

– განაცხადა დავით ხიდაშელმა.

კომენტარები