სამარხვო ჩაქაფული

სამარხვო კერძის რეცეპტი:

შემადგენლობა:

  • 1 კგ სოკო
  • 2-3 თავი ხახვი
  • 0.5 ჭიქა წყალი
  • 200 გრამი მჟავე ტყემალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0.5 ჭიქა ზეთი
  • 2 კონა ქინძი
  • 2 კონა ახალი ან 1-2 ს.კ გამშრალი ტარხუნა
  • მარილი, პილპილი

მომზადება: 

სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ სოკო. როცა კარგად მოიშუშება, დააყარეთ მწვანილი, მარილი, წიწაკა, ტყემალი და მოასხით წყალში გახსნილი დანაყილი ნიორი. როცა წამოდუღდება, 2-3 წუთი აცალეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. კერძი უნდა იყოს ოდნავ წვნიანი.

 

წყარო: “gruzinskaya-kuhnya.ru”.

კომენტარები