სამგზავრო „ბოინგი“ რადარებიდან გაუჩინარდა – ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში მიფრინავდა
სამგზავრო „ბოინგი 737“ ინდონეზიის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა. ინდონეზიური ავიაკოამოანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრია. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან, იავის ზღვის აკვატორიის თავზე დააფიქსირეს.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.