სამეგრელოს რეგიონში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერებია ჯვარში სოფელ მუჟავაში, სოფელ სქურსა და ობუჯში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. აღნიშნულ ლოკაციები დაუსახლებელ პუნქტშია. სამეგრელოს რეგიონში, ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ჰექტარი.

სამი დღეა სამეგრელოს რეგიონში ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის სალოკალიზაციო სამუშაოები 4 კერაზე მიმდინარეობს.

სოფელ მუჟავაში, რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

ხანძარია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში. ცეცხლი უკიდია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს. რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკაცია ტექნიკისთვის მიუვალია. ადგილზე მუშაობს მაშველთა ცოცხალი ძალა.

 

კომენტარები