სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კარგად ვარ, ორივე მძევალი კარგად არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს.

გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს. ის ახლა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაშია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ბორცვაძემ.

კომენტარები