სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 393. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას განცხადებით:

-„მამაკაცს 17 აპრილს ჰქონდა საზღვრის კვეთა სომხეთიდან.  ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.

თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდით ზედამხედველობას, კარგად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით. ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში.  ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მან რუხის კლინიკას 14 მაისს მიმართა. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და დაუდასტურდა კორონავირუსი. 

ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ნაწილი კონტაქტების უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი გადაჰყავთ ახლა. მათ ჩაუტარდებათ პისიარ კვლევა. ამ ეტაპზე ოთხი კონტაქტი, ოჯახის წევრები უკვე გადაყვანილია კარანტინში, კიდევ ორს ამზადებენ. არიან მცირეწლოვნებიც. ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია. შიდა გადაზიდვებზე იყო თბილისში.  უკვე დაასახელა ყველა კონტაქტი ფოთსა და თბილისში. თვითიზოლაციის შემდეგ იყო ფოთსა და თბილისში. ტესტირება აქამდე არ ჰქონდა ჩატარებული“.

კომენტარები