სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები „პისიარ“ ტესტირების ჩატარებას შეძლებენ – ვის დასჭირდება „პისიარ“ ტესტირების ჩატარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ დაწესებულების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც აბიტურიენტებს „პისიარ“ ტესტირების ჩატარება შეუძლიათ.

გთავაზობთ იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც გამოცდებში მონაწილეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტირება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისთვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული (დეტალები იხილეთ ბმულზე).

იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

კომენტარები