სამთავისის ტაძრის ეზოში ანსამბლ “ბასიანი”-ს კონცერტი გაიმართა

სამთავისის ტაძრის ეზოში, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანი”-ს კონცერტი გაიმართა.
შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი” შიდა ქართლში გამყოფი ხაზის პირა სოფლებში მოსახლეობის მხარდამჭერ კონცერტებს მართავს.
კონცერტში, კასპის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“-ც მონაწილეობდა. ანსამბლი „ბასიანი“ მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა.
კონცერტს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა გაუწია.

კომენტარები