„სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ოკუპაციის რეჟიმისგან თავის დაღწევის გზა გაამარტივოს“-ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

-„სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ოკუპაციის რეჟიმისგან თავის დაღწევის გზა გაამარტივოს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და შესაბამისი მომსახურების მიღება უწევთ, ჩვენ 1 500-მდე ბენეფიციარს გავუწიეთ სხვადასხვა დახმარება ჯანმრთელობის კუთხით.

მსგავსი ფაქტები წინა წლებშიც გვქონდა, მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებელ ტერიტორიაზე, რეჟიმისთვის თავის დასაღწევად  სხვადასხვა გზის მოძებნა უწევდათ. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და მინიმალურ რისკამდე დავიყვანოთ“.

საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე დაიღუპა

კომენტარები