„სამი კანდიდატიდან ერთი თუ მაინც წააგებს, პოლიტიკიდან წავალ, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, ნიკა გვარამია… “ – ირაკლი კობახიძე

-„გუშინ, ე.წ. IPSOS-ის მონაცემები დაიდო, რომელთა მიხედვითაც მელია, მე მგონი ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს, თან იგებენ პირველ ტურში. მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ: თუ ჩვენი 3 კანდიდატიდან – ეს არის კობიაშვილი გლდანში, ეს არის სუბარი სამგორში და ეს არის ქადაგიშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში, – თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ, რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან, ერთი მათგანიც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე, გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები