„სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“

მეუფე იაკობმა განაცხადა:

„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრის და ლექსიკის გამო, ყველას შენდობას ვთხოვ, ყველას ბოდიშს მოვუხდი.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჩემი მდგომარეობა – სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე კი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდიშს მოვიხდი.

სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია, ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ გიორგი კვირიკაშვილი ბრძანდებოდა, ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ისინი უხერხულობას გრძნობდნენ იმის გამო, თუ რა თემაზეც საუბრობდნენ. ეს გიორგისაც შევამჩნიე და ბატონ ვახტანგსაც. რაღაც მკითხეს, 10 დღე არ ვეუბნებოდი უწმინდესს იმ რაღაცას და შემდეგ მაინც ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ.​ პრემიერთან საუბარი არა ლიკვიდაციაზე, არამედ იმაზე იყო, თუ ვინ იქნებოდა პატრიარქის შემცვლელი. თავისთავად, შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან თანამოსაყდრე იყო – ეს არ ნიშნავს, რომ ამ მთავრობის კაცია“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები