სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip  მკითხველს თბილისსა და ევროპის ხუთ ქალაქში მოგზაურობას ურჩევს

პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip  მკითხველს თბილისსა და ევროპის ხუთ ქალაქში მოგზაურობას ურჩევს.

სტატიაში სათაურით – Travel After Coronavirus: The Lesser-Known European Cities To Visit, ჟურნალისტი ჟოზეფინ პლატი გოტენბერგთან, ბელგრადთან, ტირანასთან, გდანსკსთან და კორბოდასთან ერთად საქართველოს დედაქალაქს აღწერს. სტატია წორედ  თბილისით იწყება.

გამოცემის სტატიის  შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. კულტურა ამ ქალაქის ისტორიასთან და პროგრესთან ერთად არის გადაკვეთილი. თბილისი გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებითა და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით. ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე. თბილისით მრავალი დიზაინერი და მყიდველი დაინტერესდა.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიისა და საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებას, ასევე გოგირდის აბანოების სტუმრობას, კერძებიდან –  ხაჭაპურის დაგემოვნებას ვურჩევ“.

სამოგზაურო ჟურნალს The Culturetrip ყოველთვიურად მთელს მსოფლიოში 20 მილიონი მკითხველი ჰყავს.

კომენტარები