სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველი დინარ იდრისოვი წერს.

გრიგორიევას ბოლო დროს მკვლელობით  ემუქრებოდნენ. ქალის ცხედარი 21 ივლისს მის სახლთან ახლოს იპოვეს. მას დანით 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობაში ეჭვიტანილი ბაშკირეთის 40 წლის მცხოვრებია. საგამოძიებო კომიტეტში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

 

 

კომენტარები