სამუდამო პატიმარი იბრაგიმ (ვოვა) არუთინიანი საცოლეს ეძებს! ვინ შეიძლება გახდეს მისი რჩეული?

მოგესალმებით!

ამ წერილს ვწერ პატიმარი იბრაგიმ (ვოვა) არუთინიანი.

ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ოჯახის წევრი. ის, რომ მე და დედაჩემი ვართ მარტო, ეს არ არის სწორი, ეს მიუღებელია ჩემთვის და მსურს შევცვალო საკუთარი ცხოვრება; მსურს ვიპოვნო ისეთი ქალი, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას, – ეს კაცი ალბათ, გაგიჟდა, უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო? არა, პატივცემულებო, მე არ გავგიჟებულვარ! მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ აი, უკვე 16 წელია ციხეში, სამარტოო საკანში ვარ, ჩემზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ გიჟი ვარ ან არარაობად ვიქეცი.

მე ვარ 43 წლის და ვარ საუკეთესო სპორტულ ფორმაში – ყოველდღე ვვარჯიშობ სამჯერ დღეში – კრივი, სირბილი, მუცლის პრესი, სიმძიმეები. აგრეთვე, ყოველდღე ცივი წყლით ვბანაობ ონკანის წყლით, ხოლო ზამთარში თოვლში ვვარჯიშობ მაისურის გარეშე!

პატივცემულებო, როდესაც მე ვამბობ – ყოველდღე, ეს ნიშნავს რომ მართლაც ყოველდღე, უკვე წლების განმავლობაში. ეს არ არის ტრაბახი, ეს არის რეალობა…

აქ ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, ვსწავლობ უცხო ენებს, ვუსმენ ახალ ამბებს – როგორც ქართულ, ასევე უცხოურ არხებზე, ანუ მე ისე ვიქცევი, როგორც იქ, თავისუფლებაზე ბევრი ვერ მოიქცევა და შეშურდება.

ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არა მაქვს.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ციხის კარი ჩემთვისაც გაიღოს და იმ  მანდილოსანთან ერთად, რომელიც ბედს დამიკავშირებს – ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება დავიწყო!

დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც გამიგებს და ახლობელი გახდება ჩემთვის, მაგრამ მე არ შემიძლია ის ვიპოვო დამოუკიდებლად, რადგან მაქვს შეზღუდული კომუნიკაციის საშუალება. მხოლოდ წერილების დაწერა შემიძლია და მცირე დროით დარეკვა. აბა, როგორ ვიპოვნი ასე? მით უმეტეს, ახლა, როცა ყველა გადასულია სოციალური ქსელებით ურთიერთობაზე და მე ხომ წვდომა არ მაქვს ინტერნეტთან, ვერც დედაჩემი ერკვევა ამაში.

ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია რომ ეს ჩემი ღია წერილი გამოაქვეყნოთ, სადაც შეძლებთ – იქნებ ხალხმა შეიტყოს, რომ მე მჭირდება სანდო და ერთგული ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს არც გარეგნობას და არც ბევრ სხვა რამეს, მთავარია იყოს სანდო.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთის მოძებნა ძალიან ძნელია, მაგრამ მჯერა – ეგეთები ჯერ ისევ არსებობენ. მთავარია ვეძებო და ვიპოვნი!

როგორ მანდილოსანს ვეძებ?

ხომ არიან ისეთი ქალები, ვინც მომავლის ყველანაირი იმედი დაკარგა და ფიქრობენ, რომ არავის სჭირდებიან. ჰოდა, ზუსტად მათ მინდა ვუთხრა, რომ მე, უვადო პატიმარმა არ დავკარგე იმედი და მყარად ვდგავარ ჩემს გზაზე აი, უკვე 16 წელია… მე მასაც შემიძლია დავეხმარო, ასე თუ ისე!

მთავარია, გავიცნო სასურველი ადამიანი და როგორმე დავამყარო მასთან კონტაქტი მიმოწერის გზით, ან ზოგჯერ ხანმოკლე ზარით…

ისიც კარგად მესმის, თუ რა ძნელია ნაბიჯი გადადგა და უვადო პატიმარს ციხეში დაეკონტაქტო, წერილი მისწერო… არც ჩემთვის არის ადვილი ამ წერილის გამოქვეყნება. ვინ რას იფიქრებს ამ წერილის წაკითხვისას – ღმერთმა იცის, მაგრამ მე მაინც ვწერ და მჯერა რომ ვიპოვნი ისეთს, ვინც გამიგებს და ნებისყოფა ეყოფა, რომ მიპასუხოს.

ოღონდ დიდი თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ სერიოზულად მიუდგნენ ამ წერილს, ეს ხომ ჩემი და დედაჩემის მომავალს ეხება და იმ ადამიანის მომავალს, ვინც განიცდის რეალურად ბევრ სირთულეს და მიუხედავად ამისა არ ნებდება!

გამომეხმაუროს მხოლოდ ის ვინც ჩემსავით ფიქრობს, ვისაც უნდა, რომ ჰყავდეს ცხოვრების ნამდვილი მეგობარი და მომავალში შექმნას ოჯახი.

როგორ დამიკავშირდეს?

მარტივად! დაურეკოს დედაჩემს, ანჟელა არუთინიანს, ტელეფონზე 593-58-34-56, საღამოს 6 საათის შემდეგ და მას გადასცეს ჩემთვის განკუთვნილი წერილი, დედა გამომიგზავნის მე ციხეში!

 

ჩემს შესახებ მოკლე ინფორმაცია:

დავიბადე 12/03/1978 წ;

სიმაღლე -1.81 სმ.

წონა 77 კგ.

მე მჯერა ჩემი თავის და ვიცი რომ სწორად ვიქცევი!

მჯერა, რომ გიპოვნი!

პატივისცემით ი. არუთინიანი

კომენტარები